пятница, 3 марта 2017 г.

რა არის რადიაცია

რადიაცია, ანუ მაიონებელი გამოსხივება წარმოადგენს რადიოაქტიური ნივთიერების მიერ გამოსხივებულ ნაწილაკებს ან მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტურ ტალღას, რომელსაც აქვს უნარი გარემოში გავლისას გამოიწვიოს მისი იონიზაცია.მაიონებელი გამოსხივება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში. ბირთვული და რადიაციული საქმიანობა  რადიოაქტიური მასალებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო-კვლევით გამოყენებასთანაა დაკავშირებული. არსებობს მაიონებელი გამოსხივების როგორც ბუნებრივი (კოსმოსი, დედამიწის ქერქი,საშენი მასალა,  რადონი, საკვები), ასევე ხელოვნური (რენტგენის აპარატი, ფარმაკოლოგიური და სამრეწველო რადიოიზოტოპები, საწვავი) წყაროები, რომელთა გამოყენების სფეროც თანდათან ფართოვდება და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ რადიაციას ახასიათებს ბიოლოგიური მოქმედება (კერძოდ, იგი იწვევს ცოცხალი უჯრედების დაზიანებას, რაც უმეტეს შემთხვევაში სიმსივნის წარმოქმნის პოტენციური წინაპირობაა და სხვა), აუცილებელია ადამიანის დაცვა მაიონებელი გამოსხივების მავნე ზეგავლენისაგან.




Комментариев нет:

Отправить комментарий