გაკვეთილის გეგმები



გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
მეტალები. სად მდებარეობს მეტალები პერიოდულ სისტემაში.
სწავლების საფეხური
საბაზო. IX კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა
2 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა
ეს გაკვეთილი აქტუალურია, რადგან მეტალები მათ ხვდებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და სასურველია ჰქონდეთ ზოგადი წარმოდგენა ამ ნივთიერებებზე.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ქიმ. IX. 5.1 მოსწავლეს შეუძლია მეტალთა და არამეტალთა თვისებების კვლევა.
·         განასხვავებს მეტალურ და არამეტალურ ელემენტებს.
·         იმსჯელებს მეტალების თვისებებზე.
·         ჩამოუყალიბდეს წარმოდგენა მეტალების ელექტრონული აგებულებისა და თვისებების შესახებ.
·         შეადგენს მეთალის ელექტრონული აგებულების სქემა.
·         იმსჯელებს მეტალური ბმის წარმოქმნის მექანიზმზე.










გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა I (5წთ.) -წინმსწრები ცოდნის აქტუალიზაციისთვის, მოსწავლეებს კითხვებს დავუსვამ VIII კლასში ნასწავლი თემებიდან:
ატომის აღნაგობა და პერიოდულობის კანონი.
რომელი ელემენტარული ნაწილაკებისგან შედგება ატომი?
რა განაპირობებს ელემენტთა განსხვავებულ თვისებებს?
რა თავისებურების მიხედვით ხვდებიან ელემენტები ერთ ჯგუფში?
რა თავისებურება ახასიათებს მეტალების გარე ენერგეტიკულ დონეებს?
აქტივობა II (10წთ.)- სიღრმისეული წვდომა. მოსწავლეებს დავავალებ დააკვირდნენ პერიოდულ სისტემას და გააკეთონ დასკვნა რა ადგილი უჭირავს მეტალებსა და არამეტალებს პერიოდულ სისტემაში.მეტალთა ატომების ელექტრონული აგებულების გამოკვლევის მიზნით, მოსწავლეებს მივცემ სახელმძღვანელოდან შდატექსტურ დავალებას და ვთხოვ დავალების დასრულების შემდეგ გააკეთონ შესაბამისი დასკვნები.
აქტივობა III (10წთ.)- მოსწავლეებს დავავალებ სახელმძღვანელოდან წაიკითხონ ტექსტი და გაეცნონ მეტალების ფიზიკურ თვისებებს, მათ მნიშვნელობას ყოფა-ცხოვრებასა და სახალხო მეურნეობაში. ვთხოვ ერთმანეთს შეადარონ მათთვის ნაცნობი მეტალები და წარმოადგინონ ვენის დიაგრამის სახით.
დავალების შემდეგ მოსწავლეები იმსჯელებენ მეტალების ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე, გაეცნობიან მეტალების გამოყენების სფეროებს.
აქტივობა IV (10წთ.)-მოსწავლეებს სახელმძღვანელოდან მივცემ დავალებას დამოუკიდებლად გაეცნონ მეტალურ კრისტალურ სტრუქტურასა დამეტალურ ბმას. შემდეგ კი შეასრულომ მეორე შისატექსტური დავალება.
ამ დავალების შემდეგ მოსწავლეები გაეცნობიან მეტალის კრისტალურ სტრუქტურას და იმსჯელებენ მეტალური ბმის წარმოქმნის მექანიზმზე.
აქტივობა V(5წთ)- ცოდნის განმტკიცებისა და განვრცობის მიზნით, მოსწავლეებს შევასრულებინებ პარაგრაფის ბოლოს მოცემულ დავალებებს.
აქტივობა VI(5წთ.)- გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს მივცემ საშინაო დავალებას, მოიძიონ ინფორმაცია მეტალებისა და მათი გამოყენების სფეროების, მათი წარმოშობისა და ბუნებაში გავრცელების შესახებ. ნამუშევარი წარმოადგინონ საკითხავი მასალის სახით.
შეფასება
დაკვირვება, გასაუბრება, მოსწავლეების ჩანაწერების გაცნობა, მსჯელობა, ანალიზი.
რესურსები
ელემენტთა პერიოდულობის სისტემა, დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, კალამი, ლურსმნების ნაკრები, ალუმინისა და სპილენძის მავთულები, მაგნიტი, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, კომპიუტერი, თაბახის ფურცლები.
უნარები, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარდებათ გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობების გამოყენებისას
·         ძველი და ახალი ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირების;
·         ინფორმაციის დამუშავების;
·         შედარებისა და კლასიფიკაციის;
·         მსჯელობისა და დასკვნის გაკეთების;
·         პრეზენტაციისა დადისკუსიის სწორად წარმართვის.
გაკვეთილის ანგარიში
მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი ახალ მასალას, დაეუფლნენ და გაუღრმავდათ ცოდნა, მეტალთა ტვისებებისა და მათი გამოყენების სფეროების შესახებ, გაიხსენეს და ერთმანეთთან დააკავშირეს ძველი და ახალი მასალა, მოახდინეს ცოდნის კონსტრუირება. განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების მსჯელობისა და დასკვნების გაკეთების უნარები. წარმოადგინეს საკითხავი მასალა მეთალთა თვისებების, გამოყენების, წარმოშობისა და ბუნებაში გავრცელების შესახებ, იმსჯელეს მათი გამოყენების დადებით და 
უარყოფით შედეგებზე.







Комментариев нет:

Отправить комментарий